თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ს/ს ინსტიტუტი და თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი 2025 წლის 23 ოქტომბერს მართავენ პროფესორ ელენე ბაბუნაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენცია გაიხსნება თსუ I კორპუსის 212-ე აუდიტორიაში, 11.00 საათზე.
დამატებითი ინფორმაცია იხ. მოსაწვევსა და პროგრამა/თეზისებში.